ჯანდაცვა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10-ე შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი
კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით,
პაციენტი გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც
კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი მკურნალობს.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 შემთხვევაა
დადასტურებული. 2 პაციენტი, მათ შორის ერთ-ერთი 95 წლის ქალი, უკვე
გამოჯანმრთელდა. კორონავირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში”, კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
გააზიარეთ :