კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი
გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა
დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.