ჯანდაცვა
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი გაიდლაინი
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიური დაწესებულებების ახალი გაიდლაინი ცნობილია. ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების თანახმად, Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება დაწესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება.

ასევე ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების თანახმად, რაც სტომატოლოგიური კლინიკებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელია, დაწესებულებაში უნდა იყოს დისტანციური თერმომეტრი; პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი; ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში და საპირფარეშოებში; ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს დღეს დაიწყებენ.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტომატოლოგიურ დაწესებულებებს უწყებაში შესული განცხადებების საფუძველზე შეამოწმებენ. გეგმური შემოწმების განხორციელების შემდეგ, შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, კლინიკებს გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების განახორციელების უფლება მიეცემათ.

ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული გაიდლაინის თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის; N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი; სამედიცინო ნიღაბი; თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე; არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები; ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი; ბახილები; ჩაჩი (სამედიცინო ქუდი); ერთჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაწესებულებას ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ბახილები; სამედიცინო ნიღაბი; პაციენტისთვის დამცავი სათვალე პაციენტებისთვისაც უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს, ხელსაბანი უნდა იყოს ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში; ასევე უნდა იყოს საპირფარეშო; ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა; დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია; უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა აუცილებელია. რეგისტრატურასთან უნდა იყოს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, პერსონალს უნდა ეკეთოს სახის ფარი; სამედიცინო ნიღაბი, ეცვას ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანი. რაც შეეხება სტერილიზაცია-დეზინფექციას, დაწესებულებაში უნდა იყოს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროტოკოლი; სათავსი სასტერილიზაციოსთვის; ავტოკლავი. რეკომენდაციების თანახმად, გასასტერილებელი მასალა უნდა შეიფუთოს ერთჯერად პაკეტებში; უნდა არსებობდეს სტერილიზაციის კონტროლის ჟურნალი; ზედაპირების დეზინფექციის პროტოკოლი; ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი მოხმარების ინსტრუქცია. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კლინიკაში უნდა იყოს ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით; ინფექციური ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში; ბასრი ნარჩენების კონტეინერი (ძირითადად მუყაოს ტარა); ასევე არასაშიში ნარჩენების კონტეინერი. კონტეინერები უნდა იყოს შესაბამისად ეტიკეტირებული; ნარჩენი უნდა გავიდეს კლინიკიდან ყოველდღიურად. ასევე, ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის კლინიკაში უნდა არსებობდეს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. სტომატოლოგიურმა კლინიკებმა შემოწმებისთვის უნდა შეავსონ განაცხადი და გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.