ჯანდაცვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ 5 მაცხოვრებელს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22-მდე გაიზარდა - ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის სანიტარულ სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს.

დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ყველა დაავადებული ინფექციურ განყოფილებაში იზოლაციაში იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დაავადებულთაგან 14 რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან, ერთი სამხედრო მოსამსახურეა, დანარჩენი 7 კი სამოქალაქო პირი. ამჟამად კარანტინშია გადაყვანილი 500-მდე ადამიანი.

მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ოკუპირებულ რეგიონში 12-დან 28 მაისამდე პერიოდი არასამუშაოდ გამოცხადდა. დე ფაქტო რეჟიმმა 31 მაისამდე გაახანგრძლივა შეზღუდვებიც. 10 მაისიდან 31 მაისამდე ე.წ. საზღვარი რუსეთთან სრულად ჩაკეტა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.