კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო
24 საათში 9-ით გაიზარდა და 635 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა კი 12-ით გაიზარდა 309 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 452 პირი. ინფორმაციისთვის, 635 ადამიანიდან 309
გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.