საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პაციენტი გორის
სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა
დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 459 პირი.