კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 615- მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 615-
მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 485 პირი.
ინფორმაციისთვის, 615 ადამიანიდან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.