ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა
რაოდენობა სამამდე გაიზარდა, - ამის შესახებ სააგენტო "რესს" ე.წ.
სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ
განუცხადა.
სააგენტოს ინფორმაციით, სამივე შემთხვევა დღეს დადასტურდა. ერთ-ერთი
ინფიცირებული - სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტი -
ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან 30 აპრილს ჩავიდა და კარანტინში
იმყოფებოდა, დანარჩენი ორი - დედა და მისი 6 წლის შვილი, ოკუპირებულ
ცხინვალში 5 მაისს ჩავიდნენ.