რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას COVID-19 დაუდგინდა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ლიუბიმოვა თვითიზოლაციაში, თავის სახლში
იმყოფება.
ის მუშაობას განაგრძობს და ვიდეოშეხვედრებსა და კონფერენციებს
მართავს.არსებული ინფორმაციით, ლიუბიმოვას დაავადების მსუბუქი ფორმები
აქვს
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი რუსეთის პრემიერ მინისტრს
მიხეილ მიშუსტინს აღმოაჩნდა.