კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა
დადასტურებული. 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, 269
ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4919
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497 პირი.
ინფორმაციისთვის, აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9
გარდაიცვალა.