კორონავირუსზე შესაბამისი გადამზადება 2 700-მდე ოჯახის ექიმმა და სოფლის ექიმმა გაიარა.
საქართველოში ახალ კორონავირუსზე შესაბამისი გადამზადება 2 700-მდე
ოჯახის ექიმმა და სოფლის ექიმმა გაიარა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა
ამირან გამყრელიძემ "ფეისბუქ" მიმართვისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, გადამზადების პროცესი მედპერსონალში
გრძელდება.
"დაახლოებით 2 500-დან 2 700-მდე პირველადი ჯადაცვის ექიმის
გადამზადება მოხდა. ანუ სოფლის ექიმმა, ოჯახის ექიმმა გაიარა
გადამზადება ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე, როგორც ონლაინ, ისე
პირდაპირი დასწრებითი მეთოდით", - განაცხადა გამყრელიძემ