კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო
24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 500 პირი.
ინფორმაციისთვის, 604 ადამიანიდან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.