კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
444-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 555 პირი. ინფორმაციისთვის, 444 ადამიანიდან 132
გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.