კორონავირუსისგან 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინშია 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -
571 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431
შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5
გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.