საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს- თენგიზ ცერცვაძე
"საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას
რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება",
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ
გორში, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს სენსიტიური თემაა,
თუმცა საკუთარ პოზიციას ამის თაობაზე ყოველთვის დააფიქსირებს.
თენგიზ ცერცვაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც
კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას გაეცნო.