კორონავირუსისგან 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5223
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით
ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 111
გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.