კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 420 -მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 420 -მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5148 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573 პირი.
ინფორმაციისთვის, 420 ადამიანიდან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო
5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.