ჯანდაცვა
ბორჯომის ცხელების ცენტრიდან გაგზავნილი პაციენტების ანალიზების პასუხი უარყოფითია
ბორჯომის ცხელების ცენტრიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სინჯების პასუხი უარყოფითია. ცენტრმა 3 პაციენტის პასუხი დღეს მიიღო.


დილიდან ცხელების ცენტრში 4 პირი იყო მოთავსებული. მეოთხე პაციენტი, 30 წლამდე კაცი, ცენტრში გუშინ, 21 აპრილს შეიყვანეს. მისი ანალიზის პასუხი ხვალ იქნება ცნობილი.

დღის განმავლობაში ცხელების ცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა და ახლა ბოქსირებულ პალატაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება.

ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომთან“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე ადასტურებს.


ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დადასტურდა.


COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.