კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით
ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98
გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.