კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-დე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო
24 საათის განმავლობაში 3-ით გაიზარდა და 411 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573 პირი.
ინფორმაციისთვის, 411 ადამიანიდან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4
გარდაიცვალა.