კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408 გახდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით
გაიზარდა და 408 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 561 პირი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული
ადამიანების რიცხვი 9-ით არის გაზრდილი.
ინფორმაციისთვის, 408 ადამიანიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.