ბორჯომის ცხელების ცენტრში ერთი პაციენტი შეიყვანეს
ბორჯომის ცხელების ცენტრში დღეს, 20
აპრილს, ერთი პირი შეიყვანეს. 19 წლის ქალი, ბაკურიანის საკარანტინე
ზონიდან გადმოიყვანეს.
"ტემპერატურა უფიქსირდება მესამე დღეა. ჩვენს ცენტრში დღეს,
დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს" - განაცხადა
ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, ბორჯომის სამედიცინო ცენტრს
დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.
ახალგაზრდა ქალი ბორჯომელი არ არის, მისი ბიოლოგიური მასალა
ლაბორატორიაში ხვალ, 21 აპრილს გაიგზავნება.