ახალი ამბები
400 კარანტინში, 28 თვითიზოლაციაში - მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში, კარანტინში ამჟამად 400 პირი იმყოფება, აქედან ერთი ახალციხეშია, 399 მოქალაქე კი ბაკურიანის საკარანტინე ზონებშია გადანაწილებული.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, ამჟამად რეგიონში 28 პირი რჩება სახლში თვითიზოლაციაში. სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ასეთ პირობებში მოქალაქეები სამ ქალაქში იმყოფებიან. ყველაზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაში ბორჯომშია.

ბორჯომი - 14 პირი
ასპინძა - 7 პირი
ახალქალაქი - 7 პირი

ეს მონაცემები არის 20 აპრილის მდგომარეობით, რაოდენობა მუდმივად ცვალებადია.

20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 399 შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 93 მოქალაქე. კოვიდინფიცირების შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა 4 პირი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 503 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ინფორმაცია stopcov-ge-ზეა განთავსებული


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.