ბორჯომის ცხელების ცენტრში წუხელ 2 პაციენტი შეიყვანეს
2 პაციენტი ბორჯომის ცხელების
ცენტრში, გუშინ საღამოს შეიყვანეს. ორივე მათგანს ტემპერატურა
უფიქსირდება.
ერთი პაციენტი, ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. ბორჯომის
სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე, ტელეკომპანია
"ბორჯომთან" ამბობს, რომ აღნიშნული პაციენტი გერმანიის კლასტერს
მიეკუთვნება.
"მეორე პაციენტი ცხელების ცენტრში ბორჯომის ერთ-ერთი სოფლიდან
გადმოიყვანეს, ორივე კაცის მდგომარეობა სტაბილურია. უკვე მოხდა
ანალიზის აღება და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ხვალ,
19 აპრილს იქნება ცნობილი" - აცხადებს ირაკლი
დიასამიძე.