ბორჯომიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 12 ადამიანის ანალიზის პასუხი ცნობილია
გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში,
ბორჯომიდან 12 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.
თორმეტივე პასუხი
უარყოფითია. კორონავირუსი ახალდაბელი ინფიცირებულის არცერთ კონტაქტს
არ დაუდასტურდა.
ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს" ბორჯომის მერის
მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა დაუდასტურა.
დაბა ახალდაბაში ვირუსი გუშინ, 16 აპრილს ახალგაზრდა კაცს დაუდგინდა,
რომელსაც თბილისში კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის
დაინფიცირებულ მედდასთან. ახალდაბაში ჩამოსვლის შემდეგ კი 30 წლამდე
კაცს 12 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ესენი არიან ოჯახის წევრები და
ნათესავები სოფელ ყვიბისში.