ბორჯომის მუნიციპალიტეტში, COVID 19-ზე აღებული ტესტები ამ დრომდე
ცნობილი არ არის. ახალდაბაში, 30 წლამდე ინფიცირებულ მამაკაცს
კონტაქტი 12 პირთან უფიქსირდება.
მას კომუნიკაცია ოჯახის გარდა ჰქონდა ყვიბისში ნათესავებთან. თითოეულ
მათგანზე აღებულია ტესტები და ლუგარის ლაბორატორიიდან მათ პასუხებს
დღის ბოლოს ან სავარაუდოდ ხვალისთვის ელოდებიან.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირებული კაცი ამჟამად
მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადის. მისი და კი რომელიც, ბორჯომის
ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული და COVID 19 არ დაუდგინდა,
გადაყვანილია ბაკურიანის საკარანტინე ზონაში, ასევე კარანტინში
იმყოფება ყვიბისში მცხოვრები ექვსი ნათესავი, ვისთანაც კონტაქტი
ჰქონდა 30 წლამდე მამაკაცს. ახალდაბაში თვითიზოლაციაში იმყოფება
ინფიცირებული ბიჭის 6 წევრიანი ოჯახი.
ტელეკომპანია "ბორჯომი" ინტერვიუ კოვიდინფიცირებულის მამასთან ჩაწერა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.