კორონავირუსისგან 79 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
საქართველოში კორონავირუსისგან 79 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5035 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 540 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით
ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია
79, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.