ბორჯომის ცხელების ცენტრში ამ
დროისთვის არცერთი პაციენტი არ ჰყავთ. გუშინ, 16 აპრილს, ცენტრში
მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებული ახალდაბელი კაცის და,
24 წლის ქალი იყო მოთავსებული. მას ვირუსი არ დაუდგინდა და გუშინვე
ბაკურიანის ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.
ინფორმაცია ტელეკომპანია „ბორჯომს“ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა
ირაკლი დიასამიძემ დაუდასტურა.
ამ დრომდე ცნობილი არ არის ინფიცირებული კაცის 12 კონტაქტის ანალიზის
პასუხი. სავარაუდოდ მათი პასუხები ცნობილი დღეს, დღის ბოლომდე
გახდება. თავად ინფიცირებული კი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
გუშინ, 16 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პირველი
შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ახალდაბელ კაცს
დაუდასტურდა. ეს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.