კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 34-ით გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 370-ე
გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 558 პირი.
ინფორმაციისთვის, 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.