ბორჯომში კორონავირუსით ინფიცირებულის დას COVID 19 არ დაუდასტურდა
ბორჯომის ცხელების ცენტრში მოთავსებული ორი პაციენტიდან, ერთი პირი
ახალდაბაში იმ ოჯახის წევრია, რომელსაც დღეს, 16 აპრილს, კორონავირუსი
დაუდასტურდა.
ის ცენტრში გუშინ, 15 აპრილს მოათავსეს. 30 წლამდე მამაკაცის დის
ანალიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი, პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულამ ბესიკ ამირანაშვილმა
ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა.
"საბედნიეროდ, გვაქვს უარყოფითი პასუხი, რაც ძალიან
კარგია. და რომელიც უშუალოდ მასთან ცხოვრობდა, რამდენიმე წუთის წინ
მივიღეთ ინფორმაცია რომ დის პასუხი არის უარყოფითი და არ უდასტურდება
COVID 19" - ბესიკ ამირანაშვილი.
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. Covid-19 დაბა
ახალდაბაში ახალგაზრდა კაცს დაუდგინდა. 30 წლამდე კაცი სავარაუდოდ
საბაჟოზე მუშაობდა და შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. როგორც
დაბაში ამბობენ, ინფიცირებული მშობლებთან, ახალდაბაში, რამდენიმე დღის
წინ, თბილისიდან ჩამოვიდა. მალევე ის ბაკურიანის საკარანტინე ზონაში
გადაიყვანეს. ახლა ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.