ბორჯომში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა დადასტურდა. Covid-19 დაბა ახალდაბაში ახალგაზრდა კაცს
დაუდგინდა. 30 წლამდე კაცი სავარაუდოდ საბაჟოზე მუშაობდა
და შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. როგორც დაბაში ამბობენ,
ინფიცირებული მშობლებთან, ახალდაბაში, რამდენიმე დღის წინ,
თბილისიდან ჩამოვიდა. მალევე ის ბაკურიანის საკარანტინე ზონაში
გადაიყვანეს. ახლა ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა
მიმდინარეობს.
ბორჯომის ცხელების ცენტრში გუშინ მოათავსეს ინფიცირებულის ოჯახის
წევრი. მისი ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ეს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადამღები ჯგუფი დეტალებს
აზუსტებს.