ჯანდაცვა
საღამოს 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ტაძარში მრევლის დარჩენა ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტაძარში მრევლის დარჩენა ვირუსის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, მინისტრი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს წარმოადგენს. პირველი დღიდან, ყველას მოვუწოდებთ, რომ არც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე და არც 06:00-დან 21:00 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას. მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობები სწორად გადავინაწილოთ და სწორად გავიაზროთ ის საფრთხე, რომელის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას. ჩვენ ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ როგორი ტრაგედია დატრიალდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ რეკომენდაციის არდაცვის გამო. კორეაში გვაქვს მაგალითი, სადაც ინფექციის გავრცელება ძალიან კარგად იმართა. რეკომენდაციების არგათვალისწინების გამო, ტრაგედია დატრიალდა ირანში, ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი გვაქვს იტალიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაცემული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია ჩვენგან ყოველდღიურ რეჟიმში ჟღერდება. მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, საფრთხე რჩება, ვინაიდან ისინი 9 საათის განმავლობაში ტაძარში იქნებიან და ეს დორის მონაკვეთი ამ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აქედან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკლესიის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, საუკეთესო გამოსავალია, ისინი მაქსიმალურად დარჩნენ სახლში", - განაცხადა ტიკარაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.