დღეიდან ამოქმედდა აპლიკაცია STOP COVID, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, გაიგოთ, იმყოფებოდით თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან
ჯადაცვის სამინისტროში აღნიშავენ, რომ დღეიდან ამოქმედდა აპლიკაცია
STOP COVID, რომელიც კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით,
ვირუსის გავრცელების შეკავების შესაძლებლობას იძლევა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ეს
აპლიკაცია სრულად იცავს პერსონალურ ინფორმაციას.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა
გამოყენებული როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ
ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით.
დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს
ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ
კოვიდის ინფექციის გავრცელების მხრივ. ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ
კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს
პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და
საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის
უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა და იმ კონტაქტების
ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშნველონლად
აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ასევე იმ
ინფექციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც
მნიშნველოვანი არის კოვიდ-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში. მე მინდა,
მადლობა გადავუხადო ავსტრიელ კოლეგებს იმ გაწეული შრომისა და
დახმარებისთვის, რომელიც მათ ჩვენთან გასწიეს და ასევე მადლობა მინდა
გადავუხადო სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე 24
საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს
საშუალება ჰქონოდათ, ქართულ ენაზე და შეუფერხებლად მიეღოთ ყველა ის
ინფორმაცია, რომელიც არის საჭირო და ასევე ესარგებალთ ამ აპლიკაციის
დადებითი შედეგებით”, - განაცხადა მინისტრმა.