ბორჯომის ცხელების ცენტრის ორი პაციენტიდან ერთის პასუხი უარყოფითია
გუშინ, 15 აპრილს, ბორჯომის
სამედიცინო ცენტრიდან, ლუგარის ლაბორატორიაში ორი პაციენტის
ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ერთი მათგანის, 69 წლის ქალის
პასუხი უარყოფითია. 24 წლის
ახალგაზრდა ქალის კვლევის შედეგები კი დღის მეორე ნახევარში იქნება
ცნობილი.
ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს" სამედიცინო ცენტრის დირექტორმა,
ირაკლი დიასამიძემ დაუდასტურა.