საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 463 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306
შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 71 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.