ბორჯომის „ცხელების ცენტრში“ ორი პაციენტია მოთავსებული
ბორჯომის „ცხელების ცენტრში“ ორი პაციენტი იმყოფება.
69 წლის ქალი კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს, რომელსაც თან
ცხელება ჰქონდა, ამიტომ "ცხელების ცენტრში" მოათავსეს.
მეორე პაციენტს 24 წლის ქალს, მხოლოდ ცხელება აღენიშნება.
„ვინაიდან ორივე პაციენტს ცხელება აღენიშნებოდა მოთავსებულები
არიან „ცხელების ცენტრში“ დაკვირვების ქვეშ. ცხელებიანი პაციენტები
თავსდებიან ცხელების ცენტრში“- აცხადებს ჯეო-ჰოსპიტალსის
ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი ირაკლი დიასამიძე.
ორივე პაციენტის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ორივე პაციენტი ბორჯომის სხვადასხვა სოფლიდან არის. ჰქონდათ თუ არა
შეხება covid-19 ინფიცირებულებთან უცნობია.