საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების
რიცხვი 10-ით გაიზარდა და 306 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 462 პირი.
ინფორმაციისთვის, 306 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.