კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
300-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია
4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462 პირი.
ინფორმაციისთვის, 300 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.