ინფექცია ტრიალებს უკვე მოსახლეობაში, ბევრი გვაქვს უკვე შიდა გავრცელების შემთხვევა. -ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან
გამყრელიძის ინფორმაციით,
საქართველოში ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება და ბოლო 24 საათში
ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა.
„დღეს რამდენიმე ასეული ნიმუშია შემოსული 5 სხვადასხვა ლაბორატორიაში,
სადაც pcr ტესტირება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ,იქნება რიგი
დადებითი შემთხვევებისა, არ ვიცი ჯერ რამდენი, მაგრამ ეს 30 უკვე
ნიშანია იმისა, რომ შიდა გავრცელება უკვე სერიოზული გვაქვს. იგივე
სამედიცინო პერსონალის, სასულიერო პირის დაინფიცირება, სხვა
შემთხვევები, ბევრი გვაქვს უკვე შიდა გავრცელების შემთხვევა. ეს იმას
ნიშნავს, რომ ინფექცია ტრიალებს უკვე მოსახლეობაში, შეიძლება ხანდახან
უსიმპტომო ფორმით, თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე
სიმპტომებიანი. ამიტომ, მოვუწოდებთ, მოსახლეობას პირველი სიმპტომების
გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ
მისი დანიშნულების და რეკომენდაციების მიხედვით“, - განაცხადა ამირან
გამყრელიძემ.