„დღეს ჩვენ გვაქვს ეტაპი, როდესაც შევდივართ კრიზისულ პერიოდში”-მამუკა მდინარაძე
"საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება.
იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას
ამასთან დაკავშირებით" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, ბუნებრივია, მხარს დაუჭერს
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.
"დღეს ჩვენ გვაქვს ეტაპი, როდესაც შევდივართ კრიზისულ პერიოდში და ეს
პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორც ეს წინა
კრიზისულ პერიოდებში მოახერხა ხელისუფლებამ, მოახერხეს ექიმებმა და
რაც ყველაზე მთავარია, მოახერხა საზოგადოებამ." აღნიშნა მამუკა
მდინარაძემ.
ქვეყანაში უკვე ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო, დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის
განცხადებით, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა
საგანგაშოა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსი უკვე ყველა
სოციალურ ფენაშია გავრცელებული. ცნობისთვის, საქართველოში ამ
დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა
დადასტურებული