საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა
14 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა
რაოდენობა 296-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 68
პაციენტი.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4834
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 434 პირი.
გარდაცვლილია 3 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.