კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ
გებრიეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას
შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა.
"საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება იქნება
საჭირო გადაცემის სრულად აღმოფხვრისთვის", - განაცხადა მან.
BBჩ-ის ინფორმაციით, ექსპერტების უმეტესობის შეფასებით, ვაქცინის
მასობრივ წარმოებას, რომელიც კორონავირუსის იმუნიტეტს გამოუმუშავებს
ადამიანებს, მინიმუმ ერთი წელი დაჭირდება.