საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 272-დე
გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4
890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439 პირი.
ინფორმაციისთვის, 272 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.