საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა
13 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 266 დადასტურებული
შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
იმყოფება 453 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
266 ადამიანიდან გამოჯანმრთელდა 67, გარდაიცვალა 3.