ევროკავშირი საქართველოს პანდემიასთან საბრძოლველად 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან
საბრძოლველად 183 მილიონი ევროს მოცულობის თანხას გამოუყოფს.
ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების
გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი "ტვიტერიზე" წერს
და შესაბამის ცხრილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ევროკავშირი 80
მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს,
მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს. აღნიშნული თანხიდან 183
მილიონ ევროს საქართველო მიიღებს.
ასევე დახმარებას მიიღებენ ქვეყნები: სომხეთი - 92 მილიონი ევრო,
აზერბაიჯანი-14 მილიონი ევრო , ბელარუსი-60 მილიონი ევრო, მოლდოვა-87
მილიონი ევრო, უკრაინა-190 მილიონი ევრო.