კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით
გაიზარდა და 188 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია
5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.
ინფორმაციისთვის, 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი
გარდაიცვალა.