326 კარანტინში, 20 თვითიზოლაციაში - მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 326 მოქალაქე. რეგიონში
სულ შვიდი საკარანტინე ზონაა, აქედან ხუთი ბაკურიანში, ორი კი
ახალციხესა და აბასთუმანში.
მოთავსებული პირების რაოდენობა სივრცეების მიხედვით ასე
ნაწილდება:
ბაკურიანის ხუთ საკარანტინე ზონაში მოთავსებულია 298
პირი;
ახალციხის საკარანტინე ზონაში იმყოფება 28 მოქალაქე;
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, რომელიც რეგიონში პირველი საკარანტინე
ზონა იყო, ამჟამად ცარიელია.
რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რეგიონში სულ 20 მოქალაქე
იმყოფება, აქედან ყველაზე მეტი - 7 პირი იმყოფება ბორჯომში, ასპინძაში
კი თვითიზოლაციის პირობებში ამ დროისთვის არცერთი მოქალაქე არ არის.
მუნიციპალიტეტების მიხედვით რაოდენობა ასე ნაწილდება:
ბორჯომი - 7 მოქალაქე
ახალციხე - 4 მოქალაქე
ადიგენი - 1 მოქალაქე
ახალქალაქი - 6 მოქალაქე
ნინოწმინდა - 2 მოქალაქე
ამ დროისთვის, სამცხე-ჯავახეთის არცერთ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის
შემთხვევა არ დაფიქსირებულა.