კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 174 დადასტურებული
შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე.
4 და 5 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით მოქალაქის გარდაცვალების
ორი ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზეა განთავსებული.
5 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067
პირი, ხოლოს სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 330 მოქალაქე.