ჯანდაცვა
გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გაიზრდება - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება.

„როგორც ვიცით, გუშინ დილით 158 პაციენტი იყო იყო დადასტურებული. დღეს დილისთვის, 24 სათ-ის განმავლობაში დაგვემატა ერთი და 170 გახდა. ამ 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36, აქედან 25 ჩვენი პაციენტია. ჩვენი გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით საღამოს ინფორმაცაის მოგაწვდით“,-აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი იმყოფება. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ისინი კლინიკაში მოთავსებული პაციენტების კონტაქტები არიან.

„ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია“,-აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.


შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.