კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
159-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 31 ადამიანი.
დღეს, 4 აპრილს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა ერთი პირის
გარდაცვალების ფაქტი.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამჟამად, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 პირი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.